30 ივლისს ჯომარდობის მორიგი შეჯიბრი გაიმართა.

30 ივლისს ჯომარდობის მორიგი შეჯიბრი გაიმართა.

კომპანია ,,ავერსის’’ ორგანიზებით თანამშრომელთათვის ჯომარდობის მორიგი შეჯიბრი–ტურნირი გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც

მხიარულება, აზარტი და სიამოვნება მოაქვს.

მსგავსი ღონისძიება უკვე ტრადიციად იქნა ქცეული ჩვენს კომპანიაში. ,,ავერსის’’ დიდი ჯგუფის ყველა კომპანიის წევრი ერთად იკრიბება, ერთობა, ისვენებს და სასიამოვნოდ გატარებული დრო ერთმანეთთან დაახლოების, ერთმანეთის პროფესიული საქმიანობის გარეთ გაცნობის და კეთილგანწყობის საწინდარი ხდება.

ჯომარდობის გულშემატკივართათვის წარმოდგენილი გასართობი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.
სახალისო და აზარტული აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელ გუნდებს შორის გამართული მხიარული სტარტები, სადაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო. გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები კომპანია ,,ავერსისა’’ და ტურნირის მასპინძლებისგან. ჩვენმა თანამშრომლებმა თავი გამოიჩინეს არაერთ სახალისო პროგრამაში – სიმღერების გამოცნობა, მხიარული ცეკვები და საყოველთაო აღტაცებაც გამოიწვიეს.
აღსანიშნავია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის გულშემატკივრობა კლინიკის გუნდის მხარდასაჭერად.
დადებითი ემოციებით და წარუშლელი შთაბეჭდილებებით სავსე დავემშვიდობეთ არაგვის ხეობას მომავალ ტურნირამდე.