კიდურების დაგრძელების მსურველთათვის

კიდურების დაგრძელების მსურველთათვის

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი 24 საათი თქვენს სამსახურში!


ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი გთავაზობთ ყველა სახის ქირურგიულ ჩარევას, რომლის ანალოგებიც ტარდება ამერიკისა და ევროპის წამყვან ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ კლინიკებში. 

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:

•    მენჯ–ბარძაყის, მუხლის, მხრის, მტევნისა და თითების ენდოპროტეზირება.
•    კიდურების დაგრძელება. 
•    შეძენილი თუ დანდაყოლილი პათოლოგიების დროს საკორექციო ძვალკვეთა.
•    მოტეხილობების შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევა (ოსტეოსინთეზი).
•    ძვლების გადანერგვა შეუხორცებელი მოტეხილობების დროს.
•    ნებისმიერი თანამედროვე ოპერაციები მტევანსა და ტერფზე.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ჩატარდა 2000–ზე მეტი ყველა სირთულის ოპერაცია, მათ შორის უმეტესი წილი ენდოპროტეზირება. ოფიციალური სტატისტიკით, თუ მსოფლიოში ამ ტიპის ქირურგიული ჩარევის გართულების რისკი 2%–ს შეადგენს, ჩვენს კლინიკაში ეს მაჩვენებელი 0%–ის ტოლია. ენდოპროტეზირების შემდეგ ადამიანს უბრუნდება სიცოცხლის ხალისი, აქტიურად ერთვება ცხოვრების ჩვეულ რიტმში, შეუძლია მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშებითაც კი დაკავდეს. 

რთულ ქირურგიულ ოპერაციებს უშუალოდ ხელმძღვანელობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ ორაგველიძე.

ბატონი ზურაბი მოღვაწეობდა ევროპის რამდენიმე წამყვან კლინიკაში, კერძოდ, სლოვენიასა და გერმანიაში. ულმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა გამოჩენილ ტრავმატოლოგ–ორთოპედებთან, აკადემიკოსებთან, მანფრედ ვიდემანსა და კარლ ფიშერთან. 

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით, ელექტროოპტიკური გარდამქმნელით „ეოპით“, ასევე Shimadzu–ს ფირმის სტაციონალური რენტგენის აპარატით.

24 საათის განმავლობაში პაციენტების განკარგულებაშია მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი Vantage Elan 2015 წლის მოდელი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით და კვლევის უახლესი რეჟიმებით. შესაძლებელია, რომ ამ მოდელით კვლევა ჩაუტარდეთ იმპლანტირებულ პაციენტებსაც. არტეფაქტების გამო მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფის სხვა მოდელებით მსგავსი კვლევის წარმოება ვერ ხერხდება. 

ვიყენებთ გერმანული ბრენდის „ესკულაპის“ იმპლანტებს, რომლის მარაგი ყოველთვის აქვს კლინიკას. შესაბამისად, პაციენტს ტრავმატოლოგიური სერვისი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგები ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან სამკურნალო გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესახებ.

ბევრ ქალბატონს (განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ) უვითარდება ოსტეოპოროზი. ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლოვანი მასის დაკარგვას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები ნიშნავენ მედიკამენტურ მკურნალობას, რომლის მიზანია ძვლის მასა გაიზარდოს. სწორედ ასეთი მკურნალობითაა შესაძლებელი ოსტეოპოროზის გაღრმავების პრევენცია და ის, რომ პაციენტი დისკომფორტმა აღარ შეაწუხოს. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის საშუალებით მცირდება მოტეხილობების რისკი.    

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ხშირად მომართავენ პაციენტები სახსრების ტკივილის დიაგნოზით.  

იმ შემთხვევებში თუ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ოპერაციის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, ჩვენი კლინიკის ექიმები ირჩევენ სპეციალურ მედიკამენტურ მკურნალობას – ჰიალუნორის მჟავას შემცველი საპოხი ჟელეს სახსარში შეყვანას. ამ ჟელეს არ გააჩნია უკუჩვენება. პროცედურა რამდენიმე წუთს მოიცავს და პაციენტებს შეუძლიათ ოპერაციის გარეშე გააგრძელონ სრულფასოვანი ცხოვრება.    

საქართველოს მასშტაბით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაციების ღირებულება ყველაზე ხელმისაწვდომია. სხვა კლინიკებთან შედარებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაბალი ტარიფია, მაგალითად, თანაგადახდის დროს 36–ე დადგენილების მიხედვით, პაციენტი იხდის ღირებულების მხოლოდ 30%–ს, 165–ე დადგენილებით მთლიანი ღირებულების 10%–ს. რაც შეეხება 218–ე დადგენილებას, რომელიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის – მათ ვემსახურებით სრულიად უსასყიდლოდ. 

ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგიურ–ორთოპედიულ განყოფილებას ჰყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი და მათი რიცხვი გამუდმებით იზრდება!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. რეგულარულად ვაწარმოებთ უფასო კონსულტაციის აქციებს. ყოველი ხუთშაბათი და შაბათი განკუთვნილია ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტისთვის. უფასო აქციაზე მოსული პაციენტი უფასოდ იღებს ტრავმატოლოგის კონსულტაციას, რეკომენდაციას.     

პაციენტის ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდის მკურნალობის პროცესს უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდი. თითოეული ექიმი ზრუნავს იმაზე, რომ პაციენტმა თავი მაქსიმალურად მშვიდად, კომფორტულად იგრძნოს და სწრაფი ტემპით, წარმატებით წარიმართოს რეაბილიტაციის ეტაპი.

მობრძანდით, გამოიყენეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის ექიმთა გამოცდილება – ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!

გისურვებთ ჯანმრთელობას! 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზურაბ ორაგველიძეს ნომერზე  577 32 77 00

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს ნომერზე 577119119

ავტორი  ეკატერინე ციცხვაია