კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ქალებსა და მამაკაცებს სთავაზობს აქციას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის!
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. სწორედ ამიტომ უნდა მიმართოთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ და ისარგებლოთ აქციით, რომლის ღირებულებაც მხოლოდ 72 ლარია.
თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!
სტატიაში კი მოგითხრობთ თუ რა ფუნქცია აკისრია ფარისებრ ჯირკვალსა და მის ჰორმონებს.
ფარისებრი ჯირკვალი და ქალის ჯანმრთელობა
ქალებში ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, მეტად ჰიპოთირეოზი, შეიძლება იწვევდეს ანოვულაციას (არ ნიშნავს ყოველთვის მენსტრუაციის შეწყვეტას ან დარღვევას, უხშირესად ეს არის მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოყოფის შეწყვეტა, ქრონიკული ანოვულაცია ჩვეულებისამებრ უშვილობის მიზეზს წარმოადგენს), მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ჭარბ მენსტრუალურ გამონადენს, საშვილოსნოს ღრუში ფიბროიდების (მიომა, ლეიომიომა) წარმოქმნას და საკვერცხეების პოლიკისტოზურ სინდრომს (როდესაც საკვერცხის ზედაპირი მრავლობითი, მოუმწიფებელი და პატარა ზომის ფოლიკულებით/კისტებითაა დაფარული), რაც საბოლოოდ უშვილობის ან ნაადრევი მენოპაუზის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობის დროს ხდება საკვერცხის ქსოვილის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რაც მეორადად იწვევს საკვერცხის ფუნქციის დაქვეითებას და სასქესო ჰორმონების წარმოქმნის დარღვევას. ეს დისბალანსი ზოგჯერ გამოიხატება ქალებში ანდროგენების, მამაკაცის ჰორმონების მატებით.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება რეგულირდება სხვა ჰორმონით – თირეოტროპული ჰორმონით (TSH ), რომელიც წამყვან ენდოკრინულ ორგანოში – ჰიპოფიზში გამომუშავდება. ჰიპოფიზის მეშვეობით რეგულირდება არამარტო ფარისებრის, არამედ სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობა, მათ შორის საკვერცხეების, სათესლეების, და ა შ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონი, პროლაქტინი – საყურადღებოა უშვილობის მიზეზის დიაგნოსტირების დროს, გამომუშავდება, ასევე სწორედ ჰიპოფიზში. პროლაქტინი ქალებში ფიზიოლოგიურად იმატებს ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. სხვა შემთხვევაში პროლაქტინის მატება პათოლოგიურია და ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს და ჰორმონ პროლაქტინს ერთი „ზედამხედველი“ ჰყავთ თირეოტროპინ რილიზინგ ჰორმონის TRH სახით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი TSH-ის მატებასთან ერთად იწვევს პროლაქტინის სიჭარბეს, რაც თავის მხრივ ამძიმებს ზემოაღნიშნულ სიმპტომებს.
კვლევებმა ცხადყო, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობის ფონზე რეგულარული მენსტრუალური ციკლი აღდგა ქალების 81%–ში, ხოლო საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის შემთხვევაში ქალების 50%–ში.
ფარისებრი ჯირკვალი და მამაკაცის ჯანმრთელობა
მამაკაცების სქესობრივ დისფუნქციასთან დაკავშირებით, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შეფასება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებში.
ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება – როგორც ჰიპო, ასევე ჰიპერთირეოზი გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონებზე, ხშირად იწვევს ერექციულ დისფუნქციას, ლიბიდოს დაქვეითებას, ჰიპერპროლაქტინემიას, ტესტოსტერონის დეფიციტს, სპერმის ხარისხის გაუარესებას და უშვილობას.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული დისბალანსის სწორი მკურნალობა კი განაპირობებს სქესობრივი ფუნქციის სრულ აღდგენას.
თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, ჰიპოთირეოზის ნიშანი მხოლოდ სქესობრივი ფუნქციის დარღვევა არაა და გამოიხატება სხვა სიმპტომებითაც, მაგალითად:
• საერთო სისუსტე;
• კვებისა და ფიზიკური დატვირთვის იგივე რეჟიმის მიუხედავად წონის მატება;
• შეშუპება;
• სიცივის აუტანლობა;
• შეკრულობა;
• თმის ცვენა, გათხელება;
• ფრჩხილების მტვრევა;
• მეხსიერების დაქვეითება და სხვა.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების, ანუ ჰიპერთირეოზის ნიშნებია:
• ოფლიანობა;
• კანკალი;
• კუჭის მოქმედების გახშირება;
• წონის კლება კვების და ფიზიკური დატვირთვის იგივე რეჟიმის მიუხედავად;
• სიცხის აუტანლობა;
• საერთო სისუსტე;
• გულისცემის აჩქარება და სხვა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, თიროქსინი და ტრიიოდოთირონინი გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა სისტემის და ქსოვილის ფუნქციონირებაზე.
რა უნდა იცოდეთ TSH–ზე ანუ ფარისებრის მასტიმულირებელ ჰორმონზე?
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაკონტროლებელია თირეოტროპული ჰორმონი TSH, რომელიც თავის ტვინში მდებარე ჯირკვალ ჰიპოფიზში გამომუშავდება.
TSH-ის განსაზღვრა სისხლში საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. TSH–ის კონტროლი ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმია.
ანალიზის ჩასატარებლად არ არის საჭირო უზმოდ ყოფნა. შესაძლოა ჩატარდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის უხშირესი მიზეზია სხვადასხვა სახის აუტოიმუნური თირეოიდიტი, იოდდეფიციტი, ჰორმონების წარმოქმნის ავტონომიური კერის არსებობა.
შესაბამისად, სკრინინგული ტესტის, TSH–ის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის უფრო ღრმა კვლევა და სხვა მონაცემებთან კორელაცია.
მცირე მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევა
მდედრობითი სქესის პაციენტის გამოკვლევისას, ექიმებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია მენსტრუალური ციკლის ანამნეზი.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა წარმოადგენდეს მიმდინარე პათოლოგიის სიგნალს, რაც სამომავლოდ აისახება ჯანმრთელობაზე.
ხშირი, მტკივნეული, გახანგრძლივებული მენსტრუაცია იპყრობს ქალის ყურადღებას და აიძულებს მიმართოს ექიმს, ხოლო ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა 3–6 თვიანი შუალედებით), ოლიგოამენორეა (მენსტრუაცათა შორის 35 დღეზე მეტი შუალედი ან
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს, როგორც ჰორმონული დისბალანსი, ასევე გინეკოლოგიური სისტემის ორგანოებში, კერძოდ, საკვერცხეებსა და/ან საშვილოსნოში მიმდინარე გარკვეული პროცესები მაგალითად: ენდომეტრიოზი, საკვერცხის კისტები, ან საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი.
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი რეპროდუქციული ასაკის ქალებში უშვილობის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
ამ დროს სხვადასხვა ჰორმონის დარღვევის გამო ფოლიკულში არ ხდება კვერცხუჯრედის საბოლოო მომწიფება და ოვულაცია, რაც იწვევს უშვილობას და მოუმწიფებელი ფოლიკულების კისტების სახით დაგროვებას საკვერცხის ზედაპირზე.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი დგინდება კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური ნიშნების საფუძველზე.
სინდრომისთვის დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბთმიანობა, თმის ცვენა, კანზე გამონაყარი, წონის სიჭარბე ან პირიქით ზოგჯერ დეფიციტიც კი.
რატომ არის საჭირო მცირე მენჯის ექოსკოპიური კვლევა?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მენჯის ექოსკოპიური კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დათვალიერდეს საკვერცხეების სტრუქტურა, მცირე ზომის კისტებისა თუ ფოლიკულების არსებობა.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტთა თითქმის 50%–ს აღენიშნება ინსულინის მოქმედების დარღვევა, მეტაბოლური სინდრომი და მიდრეკილება სიმსუქნისაკენ.
ამიტომ მნიშნელოვანია როგორც საკვერცხეების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების, ასევე მეტაბოლური პარამეტრების შეფასება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს ექიმი–ენდოკრინოლოგი.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა;
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;
გისურვებთ ჯანმრთელობას!