ამერიკის რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაციის კონგრესი ASTRO 2024

ამერიკის რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაციის კონგრესი ASTRO 2024

ASTRO 2024

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ტრადიციულად დაესწრო ამერიკის რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაციის კონგრესს (ASTRO 2024), რომელიც წელს ვაშინგტონში გაიმართა. კონგრესი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, სადაც რადიაციული ონკოლოგიის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წარადგენენ ონკოპაციენტებისთვის რადიაციული თერაპიის უახლეს მიღწევებს და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ჩვენი კლინიკის გუნდი აქტიურად იყო ჩართული კონგრესზე წარმოდგენილ დისკუსიებსა და სესიებში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვის კუთხით რადიაციულ ონკოლოგიაში.

ჩვენთვის პრიორიტეტია ონკოპაციენტს შევთავაზოთ შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!