ევროპის ბირთვული მედიცინის ასოციაციის კონგრესი EANM 2024

ევროპის ბირთვული მედიცინის ასოციაციის კონგრესი EANM 2024

EANM 2024

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ტრადიციულად დაესწრო EANM 2024-ს (European Association of Nuclear Medicine), რომელიც წელს ჰამბურგში გაიმართა.

ევროპის ბირთვული მედიცინის ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები წარადგენენ ბირთვული მედიცინის სფეროში მიღწეულ სიახლეებს და ტექნოლოგიურ ინოვაციებს.

ჩვენი კლინიკისთვის კონგრესზე მონაწილეობა საუკეთესო გამოცდილებაა, პროფესიული ინფორმაციის ევროპელ კოლეგებთან გაცვლის კუთხით, რაც ხელს უწყობს ბირთვულ მედიცინაში დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და მკურნალობის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!