ქირურგიის ეროვნული ცენტრის კორპორატიულ საღამოს კაჭრეთის „ამბასადორმა“ უმასპინძლა.
წვეულებაზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ – სცენა საზეიმოდ იყო მორთული ფოტოსურათებით, სადაც თითოეული თანამშრომლის შრომის პროცესი იყო ასახული. ფოტოკოლაჟზე იხილავდით ყველა თანამშრომელს, – ექიმებს, ექთნებს, ტექნიკურ მუშაკებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლის, ბატონ პაატა კურტანიძის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონ ლაშა ბაზაძისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ქალბატონ თეა გამეზარდაშვილის მისალმების შემდეგ გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებიც ფულადი ჯილდოთი და მოგზაურობით დააჯილდოვეს.
გამარჯვებულები არიან:
თეონა კაკულია – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთნის დამხმარე
ნინო დევიძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი
ინგა ფორჩხიძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი
მაია წიკლაური – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი
თეა წიკლაური – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო საოპერაციო ექთანი
ლალი ჩადუნელი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უფროსი ექთანი
კარლო ჯიქიძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უმცროსი ექიმი
ხათუნა წივილაშვილი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო რეგისტრატორი
თამუნა ბასილაშვილი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ოპერატორი
თამარ შამუგია – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო მენეჯერი
თინათინ გიორგაძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხარისხის სამსახურის ყველაზე გამოცდილი თანამშრომელი
სოფიო ბაბუციძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხარისხის სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი
მალვინა ჩიგოგიძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყოველთვიური გეგმის საუკეთესო შემსრულებელი
სერგო ციცხვაია – ქირურგიის ეროვნული ცენტრის დამსახურებული თანამშრომელი
სოფიო გუდავა – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მშრომელი ექიმი
ნინო ჩხაიძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ისტორიის ავტორი
ლია მატუა – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეკონომიკური სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი
ნინო გასვიანი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეკონომიკური ინტერესების საუკეთესო დამცველი
დიანა ფროდიაშვილი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენელი
ნანა სადუნაშვილი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მოთხოვნადი ექიმი
ეკატერინე ნეფარიძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე სწრაფად მზარდი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მაია ბეჟანიშვილი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე რენტაბელური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მიშა შალამბერიძე – პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი
ვასილ გერგედავა – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექიმი–რადიოლოგი
მარეხ ბექაია – ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექიმი
მარიამ წერეთელი – „მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
საზეიმო სუფრას უძღვებოდა კახეთის კოლორიტი და ცნობილი მსახიობი, ვანო იანტბელიძე. კორპორატიული საღამო ცეკვისა და სიმღერის ნომრებით იყო გაჯერებული, რომელიც ჩვენი კლინიკის თანამშრომლებმა წარმოადგინეს.
წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „მეტეხი“. მათ მაყურებელი ყველასთვის საყვარელი სიმღერებით გაანებივრეს. კონცერტის წყალობით კორპორატიული საღამო ლამაზი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის შეიქმნა კლიპი, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთგვარ მემატიანედ დარჩება. კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს გასული წლის აქტივობა და ისაუბრეს დეპარტამენტის სამომავლო სტრატეგიაზე.
წვეულება გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა.
ავტორი ეკატერინე ციცხვაია