თამბაქო კიბოს გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია!
- გლობალურად, კიბო სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია და ამ მიზეზით 2015 წელს 8.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა. გლობალურად, გარდაცვალების ყოველი 6 მიზეზიდან 1 – კიბოა;
- კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევათა 70% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებშია დაფიქსირებული;
- კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევათა მესამედი გამოწვეულია 5 ძირითადი რისკ–ფაქტორის გამო: სხეულის მასის მაღალი ინდექსი, კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება;
- თამბაქო კიბოს გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია და იწვევს კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევების 22%–ს;
- კიბოს გამომწვევი ინფექციები, ჰეპატიტი და პაპილომა ვირუსი (HPV) კიბოს 25%–ს იწვევს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში;
- სიმპტომების მოგვიანებით გამოვლენის, დიგნოსტირების და მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევები ხშირია!
- 2017 წელს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მხოლოდ 26%–ს აღმოაჩნდა პათოლოგიის მართვისათვის საჭირო სერვისები. ამის ფონზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 90%–ს აქვს შესაძლებლობა, რომ კიბოს მკურნალობა მოსახლეობისათვის იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან ეს ციფრი ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ მაქსიმუმ 30%-მდე აღწევს.