მიიწურა 2018 წელი.
მთელი ეს პერიოდი ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ სრული შემართებით იდგა თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე.
გაიზარდა მადლიერი პაციენტების რიცხვი. კლინიკისთვის და ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ კვირაში რამდენიმე დღე, რეგულარულად აწარმოებს უფასო კონსულტაციის აქციებს. ეს მომსახურება, რომელიც კლინიკაში 2012 წლიდან დაინერგა, წელსაც წარმატებით მიმდინარეობდა. უფასო კონსულტაციებთან ერთად, კლინიკები გთავაზობდათ სხვადასხვა სამედიცინო კვლევას უპრეცედენტო ფასდაკლებით. მთელი წლის განმავლობაში ამ აქციებით ბევრმა ადამიანმა ისარგებლა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი სამედიცინო გასინჯვების აქციას უტარებდა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასაც.
„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ სწორედ ამ ლოზუნგით ერთიანდებიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები და რეგულარულად ჩადიან რეგიონებში, სადაც აქციაზე მისულ ადამიანებს უფასოდ ემსახურებიან, სინჯავენ, უსვამენ დიაგნოზს და გადასცემენ სხვადასხვა აუცილებელ მედიკამენტს. უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციით 2018 წელს ისარგებლა 10 000–ზე მეტმა პაციენტმა. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტებს უსასყიდლოდ გვაწვდის „ავერსი ფარმა“, შესაბამისად, უფასო გასინჯვებზე მისული რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ იღებს მისთვის საჭირო მედიკამენტს.
შეგახსენებთ, ორივე კლინიკა მულტიპროფილურია – ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება. პაციენტი ერთ სივრცეში სარგებლობს სხვადასხვა პროფილის ექიმის მომსახურებით. გვეამაყება, რომ პაციენტთა კეთილდღეობისთვის, ერთ სივრცეშია დაკომპლექტებული ულტრათანამედროვე, რეგიონში ექსკლუზიური სამედიცინო აპარატურა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თითოეული თანამშრომლის ერთობლივი შრომითა და თავდადებით, თანამედროვე მენეჯმენტით კლინიკამ დაიკავა სერიოზული ნიშა საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში, მოიპოვა ნდობა და მადლიერება მოსახლეობაში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მაქსიმალურად ცდილობდა თქვენი ნდობისა და პატივისცემის დამსახურებას, იგივე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ კვლავ 24 საათის განმავლობაში ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე. კვლავ დიდი გულისყურით მოვეკიდებით თქვენს სურვილებს.
2019 წელი ყოფილიყოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენის საქმეში. ახალმა წელმა წარმატება მოგიტანოთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებასა და სიყვარულს.
გმადლობთ, რომ გვენდობით!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან დღემდე!