ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ წონაში დაკლებას მინიინვაზიური ქირურგიული მეთოდით!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ წონაში დაკლებას  მინიინვაზიური ქირურგიული მეთოდით!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი წონაში დაკლების მსურველებს სთავაზობს ნაკლებად ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევას  100%–იანი შედეგით.

თუ გაწუხებთ ჭარბი წონა, გსურთ,  უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ დაემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს,  მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და გაიკეთეთ  სლივ–გასტრექტომია. ეს არის კუჭის დაპატარავების ოპერაცია,  რომელიც ნაჩვენებია კუჭის მოცულობაში გაზრდის დროს და სამედიცინო ჩვენებაა.  ოპერაციის  ღირებულება  8500 ლარია. ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ თანაგადახდის პრინციპით.

სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წლებია წარმატებით ხორციელდება სლივ–გასტრექტომიის ოპერაციები და მადლიერი პაციენტების რიცხვიც იზრდება. კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულების რისკს. ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და ხუთ დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.

პაციენტის ოპერაციამდელ მომზადებას უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდი: ქირურგის, კარდიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის შემადგენლობით. მათ მიერ ინიშნება და რეალიზდება გამოკვლევის სრული კურსი.

გუნდური მუშაობის წყალობით ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღწევს საუკეთესო  შედეგს, რადგან ჩვენს  ექიმთა გუნდს აქვს  ძალიან დიდი გამოცდილება 21–ე საუკუნის „შავი ჭირის“ –  სიმსუქნის მკურნალობაში.

მობრძანდით და გამოჯანმრთელდით, განიკურნეთ სიმსუქნისგან!
გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი!        
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურშია!

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 119 119


ავტორი ეკატერინე ციცხვაია.