იხილეთ აგრეთვე

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ წონაში დაკლებას მინიინვაზიური ქირურგიული მეთოდით!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის გუნდი მაღალმთიან აჭარაში
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის გუნდი მაღალმთიან აჭარაში, ქედასა და მაჭახლის ხეობაში გამართული გასვლითი აქციის ფარგლებში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და ჩაატარა უფასო სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები.
ადგილზე მყოფმა პაციენტებმა ჩაიტარეს როგორც ზოგადი პროფილის, ისე ვიწრო სპეციალიზაციის ექიმების კონსულტაცია.
საჭიროების მიხედვით პაციენტებს გადაეცათ ,,ავერსი რაციონალის'' მედიკამენტები.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის – ადგილმდებარეობის მიუხედავად.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აგრძელებს პაციენტებზე ზრუნვას საქართველოს თითოეულ კუთხეში.