ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო კონფერენცია

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის როლი მედიცინაში

27 ოქტომბერს  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 77–ე და  აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის 134–ე წლისთავისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის როლი მედიცინაში.

სამეცნიერო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავერსის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. ქართული სამედიცინო საზოგადოების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები ავსტრიიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან. კონფერენციაზე განხილული იქნა სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით.

კონფერენციის დასრულების  შემდეგ გაიმართა საზეიმო ვახშამი და მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

ქირურგიისეროვნულიცენტრისმთავარიმისიამედიცინაშიულტრათანამედროვე, ციფრულიტექნოლოგიებისდანერგვა, მკურნალობისხარისხისგაუმჯობესებადაპაციენტებისთვისთანამედროვე, მაღალიხარისხისმკურნალობისმიწოდებაა!

 

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!