რატომ უნდა მომართოს პაციენტმა ანევრიზმის სამკურნალოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო აორტის დისექცია (აორტის განშრევება) და აორტის ანევრიზმა მსოფლიო მასშტაბის პრობლემებადაა მიჩნეული.

აორტის პათოლოგიები, ისევე როგორც ჯანმრთელი აორტის ტრავმული დაზიანება (სიმაღლიდან ვარდნა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა) სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებია!

აორტის დისექცია მოსალოდნელია როგორც ანევრიზმის, ისე გაუფართოებელი, ჯანმრთელი აორტის შემთხვევაში.

სისხლძარღვის კედელი სამი შრისგან შედგება. ზოგიერთი დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად აორტის შიგნითა შრეზე ნახეთქი ჩნდება და სისხლი შრეებს შორის იჟონება, სისხლის ნაკადი კი აორტის გასწვრივ თანდათანობით აშრევებს აორტის კედელს და იწვევს სასიცოცხლო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის მოშლას. ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში საქმე გვაქვს სისხლის მასიურ დანაკარგთან, რაც უმეტეს შემთხვევაში სიცოცხლესთან შეუსაბამოა. 

როგორც ხედავთ, ორივე პათოლოგია ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება და დროულ ჩარევას საჭიროებს.

შემთხვევის წარმატებული გამოსავალი დამოკიდებულია ექიმების მაღალ პროფესიონალიზმსა და კლინიკის თანამედროვე აპარატურაზე. საჭიროა დაავადების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის ტაქტიკის სწრაფად განსაზღვრა.

მოწოდებულია ოპერაციული მკურნალობის ორი მეთოდი: ტრადიციული ღია წესით, რომელიც დაკავშირებულია ქირურგიული გართულებების მაღალ რისკებთან (მუცლისა და გულმკერდის ღრუს გახსნა, სისხლის დანაკარგი ოპერაციის დროს, მაგისტრალური სისხლძარღვების დროებით გადაკეტვა, ჭრილობების შეხორცების გაძნელება, სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქრის განვითარება) და მეორე – თანამედროვე, ენდოვასკულური ჩარევა (აორტაში ე.წ. სტენტ–გრაფტის იმპლანტაცია), რომლის დროსაც ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების რისკები მკვეთრად დაბალია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეს საკითხი წარმატებით არის გადაჭრილი!

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12–ით, რაც საშუალებას იძლევა აორტის პათოლოგიები ენდოვასკულურად (არა ღია წესით) იმართოს და ოპერაცია ჩატარდეს პაციენტისთვის მაქსიმალურად დამზოგველი და ეფექტური მეთოდით. ამავე დროს კლინიკაში ყოველთვისაა გულმკერდისა და მუცლის აორტისთვის საჭირო სტენტ–გრაფტების მარაგი, შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეგვიძლია მოვემსახუროთ ურგენტულ პაციენტებს, დროულად ჩავატაროთ ოპერაცია და გადავარჩინოთ სიცოცხლე!

კლინიკაში გამოიყენება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები (სოფტები), რომლის დახმარებითაც შესაძლებელია აორტის გაზომვა, ოპერაციის დაგეგმარება. ქირურგები ამ სოფტებით ინდივიდუალურად არჩევენ პაციენტისთვის საჭირო კონკრეტული დიამეტრისა და სიგრძის სტენტ–გრაფტებს.

სწორედ ეს მნიშვნელოვანი სერვისი უზრუნველყოფს იმას, რომ ქირურგს უმოკლეს ვადაში შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ჩვენების მიხედვით ენდოვასკულური მეთოდით ჩარევა – როდესაც საქმე გამსკდარ ანევრიზმას ეხება ყოველი წუთი გადამწყვეტია!

ჩვენი კლინიკა მულტიპროფილურია, ვმკურნალობთ თანამედროვე სტანდარტებით, უახლესი ტექნოლოგიებით.

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანგიოქირურგებს. გახსოვდეთ, რომ კლინიკას მუდმივად გააჩნია სტენტ–გრაფტების უწყვეტი მარაგი, რაც მიღწეულია მწარმოებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

სახარჯი მასალის უწყვეტი მარაგი, გამოცდილი ანგიოქირურგები, ულტრათანამედროვე, რეგიონში ექსკლუზიური ორმკლავიანი ანგიოგრაფი, სპეციალური სოფტები – სწორედ ამ უპირატესობებითაა გამორჩეული ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოვასკულური დეპარტამენტი!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

გისურვებთ ჯანმრთელობას!