ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი იზრდება.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს კლინიკას ალკოჰოლითა და საკვებით ინტოქსიკაციით 20–მდე პაციენტმა მომართა.
როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია ბეჟანიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და ყველა მათგანი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა. ქალბატონმა მაიამ განმარტა, რომ ინტოქსიკაციებს შორის საკვებთან შედარებით სჭარბობდა ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 11 91 19.