ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში.
სპორტული სააგენტო SBM წარმატებით ახორციელებს პროექტს, სადაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს მინი ფეხბურთში ეჯიბრებიან.
„ავერსის“ გუნდში ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით თამაშობენ: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი კობა სებუა, უროლოგიაში უმცროსი ექიმი ანზორ ნადირაძე, საწყობის მენეჯერი რატი ქართველიშვილი, პაციენტის გადამყვანი პაატა მიგინეიშვილი, პაციენტის გადამყვანი დავით გითოლენდია.
ჩვენი გუნდი წარმატებით იბრძვის ვერცხლის ლიგაში. თამაშები მიმდინარეობს ახალ ოლიმპიურ სასახლეში.
აღსანიშნავია, რომ „ავერსის“ გუნდმა წრიული ეტაპის 2 შეხვედრა გამართა „ელიტა ბურჯთან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და გაიმარჯვა ანგარიშებით 5-1 და 2-1.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!