აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სტუმრობა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სტუმრობა

მინისტრმა დაათვალიერა ახლად რეაბილიტირებული დაწესებულება, რომელიც მოეწყო ახალი სამედიცინო რეგულაციების შესაბამისად

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, ზურაბ თენიეშვილთან ერთად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში იმყოფებოდა.
მინისტრმა დაათვალიერა ახლად რეაბილიტირებული დაწესებულება, რომელიც მოეწყო ახალი სამედიცინო რეგულაციების შესაბამისად.
შეხვდა სამედიცინო პერსონალს და კლინიკის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის ფარგლებში დაესწრო 3 
ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პრეზენტაციას.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების პროგრამის შესახებ, რომელიც მოიცავს სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.
 

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!