საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ–ერთი გავრცელებული დაავადებაა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ნელა პროგრესირებს და დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად ხშირად 10–15 წელიც კია საჭირო.
რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?
საშვილოსნოს ყელის კიბოს 99.7% პაპილომავირუსული (HPV) ინფექციითაა გამოწვეული.
პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.
თუმცა პაპილომა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს შეუძლიათ გამოიწვიონ კიბოსწინარე დაავადებები და ასეთი არანამკურნალები შემთხვევების კიბოდ გარდაქმნის რისკი დიდია.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები
საშვილოსნოს ყელის დაზიანებისა და კიბოს განვითარების სხვადასხვა რისკ–ფაქტორს გამოყოფენ, კერძოდ:
- სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება;
- ბევრი სქესობრივი პარტნიორი;
- თამბაქოს მოხმარება;
- დაქვეითებული/დასუსტებული იმუნიტეტი;
- პირველი მშობიარობა მცირე ასაკში;
- დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები;
- კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროის მანძილზე (10 წელზე მეტი) გამოყენება.
როგორ ავირიდოთ საშვილოსნოს ყელის კიბო?
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში მიმდინარე ცვლილებების დროული აღმოჩენითა და მკურნალობითაა შესაძლებელი.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, დაავადების პროგრესირების ხარისხზე, ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელებაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ