სიახლე ბათუმში - ციფრული 160 შრიანი კტ
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ.
მოსახლეობას ეძლევა საშუალება ბათუმში ჩაიტაროს ორგანიზმის ღრმა დიაგნოსტიკური კვლევა იაპონური კომპანია CANON-ის, ულტრათანამედროვე, ციფრულ კომპიუტერულ ტომოგრაფზე Canon Aquilion Lightning SP.
Canon Aquilion Lightning SP გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
- უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულება
- 75%-ით შემცირებული სხივური დატვირთვა
- 70 %-ით ნაკლები ინტრავენური კონტრასტირება
- უსწრაფესი სკანირება
- 0,1-0,3 მმ სიზუსტის ჭრილი
- დიდი ზომის გვირაბი
რას ნიშნავს 160 შრე და რა დატვირთვა აქვს?
32, 64 და 128 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160 შრიანი Canon Aquilion Lightning SP –ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია მრავალი ანომალიისა და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება, გამოვლენა და პრევენცია.
სასურველ კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0422 40 00 00
მისამართი: ბათუმი, გოგოლისშესახვევი N2.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
CT კვლევა
კითხვა: გამარჯობა,თირკმელებზე და მუცლის ღრუზე და საშვილოსნოზე რა ღირს კომპიუტერული ტომოგრაფია? და თუ არის შეღავათი სტუდენტებზე. გმადლობთ წინასწარ.
CT კვლევა
კითხვა: გამარჯობა.მუცლის ღრუს ტომოგრაფია თუ კეთდება თქვენთან.(kate).თუ შედის აქციაში და რა თანხა ჯდება.გმადლობ
ხერხემლის კვლევა
კითხვა: ხერხემლის დიაგნოსტიკა თუ შეიძლება და რა ღირს ექიმთან კონსულტაცია კომპიუტერული ეხოს გარეშე
ხერხემლის კვლევა
კითხვა: გამარჯობა მთლიანი ხერხემლის ტომოგრაფია თუ გაქვთ?
კომპიუტერული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯიბა,კიდევ მოქმედებს ეს აქცია?150ლარიანი?
MRT და CT კვლევები
კითხვა: გამარჯობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით თუ არის შესაძლებელი ნაწლავების კვლევა? თუ არის - რომელი მათგანის მეშვეობით?