ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში გაიხსნა ულტრათანამედროვე სისხლის ბანკი
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში გაიხსნა ულტრათანამედროვე სისხლის ბანკი, რომელიც აღჭურვილია გერმანული კომპანია FRESENIUS-ის წარმოეიბის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატით - AMICUS.
სისხლის დონორობა საპატიო და ღირსეული საქმიანობაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის სისხლის ბანკში გამოყენებული მეთოდები ინოვაციურია.
სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები არის რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილი.
აპარატ AMICUS-ის წყალობით, დონორი არა მხოლოდ სხვის სიცოცხლეზე ზრუნავს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც იუმჯობესებს. თქვენს მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ამვდროულად, გაწმენდს თქვენს ორგანიზმს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში დონორის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა დაცული.
დონორს აქვს დასვენებისა და გართობის საშუალება, კერძოდ, თქვენი გემოვნების შესაბამისად, შეგიძლიათ უყუროთ სატელევიზიო გადაცემას, დატკბეთ მუსიკით, გაეცნოთ სიახლეებს ინტერნეტში, გაერთოთ ვირტუალური თამაშებით და სხვა.
რა სარგებლობა მოაქვს სისხლის გაცემას დონორის (სისხლის გამცემის) ორგანიზმისთვის:
- აახალგაზრდავებს ორგანიზმს;
- ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;
- აფერხებს მენოპაუზის დაწყებას;
- ამცირებს კიბოს რისკს;
- გიცავთ მემკვიდრეობითი დაავადებებისგან;
- არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
- განტვირთავს ღვიძლსა და ელენთას;
- გამოდევნის მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდან;
- აფერხებს ჭარბწონიანობას;
- წარმოქმნის ახალ, ჯანსაღ სისხლის უჯრედებს;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- გიცავთ ათეროსკლეროზისა და პოდაგრას განვითარებისგან;
- რეგულარულად იტარებთ უფასო კვლევებს;
- გადაარჩენთ მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლეს.
როგორც ხედავთ, 14 მიზეზი გაქვთ იმისათვის, რომ არათუ პოტენციურ დონორად დარჩეთ, არამედ, აქტიურად ჩაერთოთ სისხლის ჩაბარების პროცესში და რეგულარულად, ორ თვეში ერთხელ, სისხლი უწილადოთ კრიტიკულ პაციენტს, რომელსაც ამით ცხოვრების გაგრძელების შანსს მისცემთ!
ქირურგიისეროვნულიცენტრისბათუმის კლინიკის სისხლისბანკიგისურვებთჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ