კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი - ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში

კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი - ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა

სიახლე! ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში გაიხსნა კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ექიმი თამარ ჯაფარიძე.

ახალი დეპარტამენტის მიზანია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის, თანამედროვე და მულტიდისციპლინური ონკოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა. აქ ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობა და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.

ექიმი თამარ ჯაფარიძე გამოირჩევა თანამედროვე ონკოლოგიური მიდგომების სიღრმისეული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ შედეგიანობას და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში ხელმისაწვდომია ფართო სპექტრის ონკოლოგიური მომსახურება, მათ შორის:

ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა

ქიმიოთერაპია

იმუნოთერაპია

ჰორმონოთერაპია

ბიომოდიფიკატორებით მკურნალობა

კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით, მათ შორის 3 ტესლა სიმძლავრის ციფრული MRI სისტემით, რაც უზრუნველყოფს დაავადებების ზუსტ და სწრაფ აღმოჩენას.

 

ონკოლოგიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობის სწორად დაგეგმვას. მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კონსულტაცია — სწორად გადადგმული ნაბიჯი მომავალ შედეგს განსაზღვრავს.

ბათუმი, გოგოლის შესახვევი №2

 

დაგვირეკეთკონსულტაციაზეჩასაწერად: +995 322 02 25 25

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!