ზოგადი და ენდოკრინული ქირურგი კობა ცუცქირიძე
მრავალწლიანი გამოცდილება და ასობით წარმატებული ოპერაცია!
გაიარე კონსულტაცია ზოგად და ენდოკრინულ ქირურგ კობა ცუცქირიძესთან, რომელიც 10 წელზე მეტია წარმატებით ატარებს მუცლის ღრუსა და კისრის მიდამოს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ოპერაციებს, როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ტრადიციული, ღია მეთოდებით.
აბდომინურიქირურგია:
- ღვიძლის და სანაღვლე გზების პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
- ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია.
- ოპერაციები კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე;
- თიაქრების აღდგენითი ოპერაციები, საპროთეზო მასალის (ბადის) გამოყენებით. ღია და ლაპარასკოპიული მეთოდით.
- დიაფრაგმის თიაქრის ლაპარასკოპიული პლასტიკა
- ელენთის ღია და ლაპარასკოპიული ამოკვეთა
- ოპერაციები კუჭქვეშა ჯირკვალზე
- წვრილი და მსხვილი ნაწლავის ღია და ლაპარასკოპიული ოპერაციები
- მუცლის ღრუს ურგენტული პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
ენდოკრინული ქირურგია:
- ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე: სრული ეპიფასციური თირეოიდექტომია, ჰემითირეოიდექტომია, ლობექტომია. საჭიროების მიხედვით კისრის ლიმფური კვანძების ამოკვეთა, ონკოლოგიური პრინციპების დაცვით.
- ოპერაციები პარათიროიდულ ჯირკვალზე
- თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთა ღია და ლაპარასკოპიული წესით
- პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა
რა არის მუცლის თიაქარი?
მუცლის თიაქარი – მუცლის ღრუს ბუნებრივი ხვრელებიდან ან მუცლის ფარის სუსტ ადგილებში შინაგანი ორგანოების კანქვეშ გამობერილობა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
თიაქრის გავრცელებული სახეები:
- საზარდულის თიაქარი
- ეპიგასტრული (მუცლის შუა ხაზი) თიაქარი
- ჭიპის თიაქარი
- პოსტოპერაციული თიაქარი
- ბარძაყის თიაქარი
თიაქრის განვითარების მიზეზები
მუცლის თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს:
- მუცლის შიდა წნევის ზრდა
- ორსულობა
- სიმძიმეების აწევა
- ხშირი ყაბზობა
- ქრონიკული ხველა
მუცლის თიაქრის სიმპტომები
- მუცლის წინა კედელზე გამობერილობა, რომელიც წოლის დროს ქრება ან ზომაში მცირდება
- დისკომფორტი და ტკივილი
მუცლის თიაქრის მკურნალობის მეთოდები
თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული გზით:
- ლაპარასკოპიულიმეთოდი – ოპერაცია მცირე ზომის ჭრილობებით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და ნაკლებ ტკივილს.
- ღიაოპერაცია – ტრადიციული მეთოდი, რომელიც ასევე ეფექტურია მძიმე შემთხვევებში.
არსებობს შინაგანი თიაქრებიც: დიაფრაგმის ხვრელის, ტრეიტცის (პარადუოდენური, ტრეიტცის იოგის მიმდებარე) და სხვა.
თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს მუცლის ღრუს შიდა წნევის ზრდა, რასაც თავის მხრივ, იწვევს ორსულობა, სიმძიმეების აწევა, ხშირი ყაბზობა, ძლიერი ჭინთვა, ქრონიკული ხველა. ჩვეულებრივ, თიაქარი ვლინდება მუცლის წინა კედელზე გამობერილობის სახით, რომელიც, როგორც წესი, წოლის დროს ქრება ან ზომაში მცირდება. დროთა განმავლობაში კი ამ გამობერილობამ შესაძლოა დიდ ზომებსაც მიაღწიოს. პაციენტები ხშირად უჩივიან დისკომფორტს და ტკივილს.
თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული: ლაპარასკოპიული ან ღია, ტრადიციული მეთოდებით.
ლაპარასკოპიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება. ოპერაციის ამ მეთოდს ღია ოპერაციასთან შედარებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს.
წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
ქ. თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას ქ. №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ