ქირურგიის ეროვნული ცენტრის 2020 წლის კორპორაციული საღამო

ქირურგიის ეროვნული ცენტრის 2020 წლის კორპორაციული საღამო

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი წლის შემობრძანება კორპორაციული წვეულებით აღნიშნეს.

კორპორაციული საღამო ტრადიციულად ახალი წლის დღეებში ტარდება და გასული წლის შემაჯამებელ საზეიმო ღონისძიებას წარმოადგენს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი კლინიკის და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლები წელს რესტორან „ლისი პანორამაში“ მიიწვიეს. რესტორნიდან დედაქალაქზე უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. ინტერიერი ბუშტებით მორთეს, საახალწლო დიზაინით იყო გაფორმებული კლინიკის ბანერი.

სტუმრებს Giffer–ით სარგებლობა შეეძლოთ. თანამშრომლებმა სამახსოვროდ Gif ფორმატის არაერთი ფოტო გადაიღეს.

ძალიან კრეატიული იყო ტორტი. გემრიელ ბისკვიტს ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექსტერიერის ფორმა ჰქონდა, ხოლო ეზო დეპარტამენტების უფროსებისა და კლინიკის ხელმძღვანელების მინი მოდელებით, ტკბილი ფიგურებით იყო გაფორმებული.

წვეულების უკლებლივ ყველა სტუმარს დიდი სიურპრიზი ელოდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში თანამშრომელთა გარეგნობასა და ხასიათს ეცნობოდა ცნობილი კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური. კარიკატურებმა თანამშრომლები ძალიან გაამხიარულა.

დამსწრე საზოგადოებამ ასევე იხილა საახალწლო კლიპი და ვიდეორგოლით შარშანდელი ღონისძიებაც გაიხსენა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შემოქმედებითი ნიჭის რეალიზების საშუალება მიეცათ. დავალების მიხედვით, რამდენიმე საკვანძო სიტყვაზე დაყრდნობით, ექსპრომტად ლექსი უნდა დაეწერათ.

საზეიმო სუფრას უძღვებოდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა გელა გნოლიძე და ღამის შოუს ბენდი.

ყველა მოუთმენლად ელოდა დაჯილდოების ცერემონიალს. კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეა გამეზარდაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში გასული წლის აქტივობა შეაჯამეს, კოლექტივს ახალი წელი მიულოცეს. კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, ბატონმა ლაშამ და ქალბატონმა თეამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს.

ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ:

  • თამარ გიგაშვილი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო ექთნის დამხმარე;
  • ანა გოგიაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთნის დამხმარე;
  • ნანა ცქიფურიშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთნის დამხმარე;
  • თამარ შათირიშვილი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო ექთანი;
  • მანანა მეგრელიშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი;
  • თამარ მაისურაძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ექთანი;
  • ლალი ჩადუნელი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უფროსი ექთანი;
  • მადონა გომართელი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო უფროსი ექთანი;
  • მაია გოგოლაძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უმცროსი ექიმი;
  • ლაშა გვაგვალია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო უმცროსი ექიმი;
  • თამარ ჩაფრავა, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო უმცროსი ექიმი;
  • მარიამ დიღმელაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო საოპერაციო მედდა;
  • ბექა მამულაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის შიდა უსაფრთხოების საუკეთესო თანამშრომელი;
  • მარიამ ჩიხრაძე, საუკეთესო დებიუტი;
  • ანა ზარიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო რეგისტრატორი;
  • ელზა კუბლაშვილი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო რეგისტრატორი;
  • მანანა სვანიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ოპერატორი;
  • თამარ გუდაძე, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო ოპერატორი;
  • თეა წიკლაური, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო მენეჯერი;
  • ნინო აბრამიშვილი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო მენეჯერი;
  • ნუნუ ცარციძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომელი;
  • ლია ხოსროშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ისტორიის ავტორი;
  • ლია ცირეკიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კოლეგიალური ექიმი;
  • მაია ბოსტოღანაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო ბუღალტერი;
  • თემურ გაბოშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეკონომიკური სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი;
  • ლანა ზედგენიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხარისხის სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი;
  • თემურ მეგრელიშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინტერესების საუკეთესო დამცველი;
  • ნანა თავამაიშვილი, კ. ერისთავის სახელობის პრემია – ამაგდარი თანამშრომელი;

საზღვარგარეთ იმოგზაურებენ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები:

  • გიგო ფიჩხაია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მშრომელი ექიმი;
  • მაია ჩუბინიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი;
  • ქეთევან ქოქიაური, ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომელი – შრომისმოყვარეობა, ერთგულება, სტაბილურობა;
  • კობა ცუცქირიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გეგმების საუკეთესო შემსრულებელი ექიმი;
  • გიორგი ფიფია, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ გეგმების საუკეთესო შემსრულებელი ექიმი;
  • ბესიკ სოკურაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • მაია ბეჟანიშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო შემოსავლების მქონე დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ჯაბა ბაბაევი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო შემოსავლების მქონე დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • გიორგი ეგუტიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კომპეტენტური ექიმი;
  • ირინა ჯოჯუა (კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგი), პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი.

ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია კურტანიძემ ავერსი ფიტნესის სასაჩუქრე ბარათები გადასცა ცენტრის თანამშრომელ ქალბატონებს: თეიკო ნინიაშვილს, თამარ ჩეჩელაშვილს, თამარ მეურმიშვილს და ანა შენგელიას.  

კორპორაციულზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის 2020 წლის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულისთვის რამდენიმე ლამაზმანი იბრძოდა. საბოლოო ჯამში ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, „მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ გახდა კლინიკის მულტიპროფილური დეპარტამენტის ექთნის დამხმარე ლიზა ბეჟუაშვილი.  

ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.

კორპორაციული საღამო ფოიერვერკით დაგვირგვინდა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!