ქირურგიის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი საჩუქარი მოსახლეობას – მორიგი უფასო გასინჯვის აქცია სოფელ ტირძნისში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი საჩუქარი მოსახლეობას – მორიგი უფასო გასინჯვის აქცია სოფელ ტირძნისში

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

სწორედ ამ ლოზუნგით გაერთიანდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები მორიგი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციისთვის.

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ამჯერად გასინჯვის აქცია ჩაატარა გორის საზღვრისპირა რაიონის სოფელ ტირძნისში. აქციაში ასევე მონაწილეობდა სოფლების ერგნისისა და მეღვრეკისის მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ მათთვის მუნიციპალიტეტისგან გამოყოფილი იყო რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი.

უფასო გასინჯვის აქციის ჩატარებაში კლინიკას დაეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სოფლის გამგეობა. აქციას დაესწრო პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ხუბულური.

აქცია ჩატარდა სოფლის ამბულატორიის შენობაში.

აქციაში მონაწილეობდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის:
• ზოგადი ქირურგი;
• გინეკოლოგი;
• ნევროლოგი;
• ტრავმატოლოგი;
• უროლოგი;
• თერაპევტი;
• კარდიოლოგი;
• სისხლძარღვთა ქირურგი;
• რადიოლოგი;
• ენდოკრინოლოგი.

პაციენტებს სტანდარტულად ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა. აქციაში მონაწილეობა მიიღო 85–მა ადამიანმა, ჩატარდა 318 კონსულტაცია და კვლევა.

პაციენტების ნაწილი დაბარებულ იქნა კლინიკაში შემდგომ კვლევაზე.

აქციის ბოლოს პაციენტებს დაურიგდათ ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოყოფილი მედიკამენტები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

გისურვებთ ჯანმრთელობას!