კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.
პასუხი:
მოგესალმებით!
პროთეზები მზადდება სპირიდონ კედიას ქუჩაზე არსებულ საწარმოში, ეს ქუჩა მდებარეობს, ა.წერეთლის და თევდორე მღვდლის ქუჩის გადაკვეთაზე, დიდუბის ეკლესიის და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარედ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს გადაუდებელ მდგომარეობათა კვლევებს და მკურნალობას.
რაც შეეხება გეგმიურ პროთეზირებას, თქვენს შემთხვევაში, ფინანსური საკითხები უნდა გაარკვიოთ ადგილზე, უშუალოდ პროთეზირების შემსრულებელ ორგანიზაციაში.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!