გეოგრაფიული ენა - რჩევები

კითხვა: სახლის პირობებში რითი შეიძლება ვუმკურნალო გეოგრაფიულ ენას რაც მოგწერეთ იმაზე რატომ არ მცემთ პასუხს რა
პასუხი:

ქალბატონო,
იქიდან გამომდინარე, რომ შეკითხვას გვიგზავნიდით საახალწლო დასვენების დღეებში, შესაბამისად – ვერ გიპასუხეთ.
რაც შეეხება გეოგრაფიული ენის მკურნალობას მოგახსენებთ-ზოგადად ე.წ გეოგრაფიული ენა, წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას ანუ ქრონიკულ ანთებას. ამ დროს აღინიშნება ენის ზურგის და გვერდით ზედაპირების გარეგანი ცვლილებები.
გამომწვევი ფაქტორები არ არის ცნობილი, ვარაუდობენ რომ შეიძლება მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ენდოკრინულ მოშლილობებს, ვირუსულ ინფექციებს და სხვა. ასევე აღნიშნავენ ამ დაავადების ოჯახურ ხასიათს, ანუ თანდაყოლილ დაავადებათა ჯგუფსაც მიაკუთვნებენ.
მკურნალობა სიმპტომურია და პირველ რიგში სომატური დაავადების მკურნალობაა საჭირო.
ადგილობრი მკურნალობა მოიცავს, პირის ღრუს ჰიგიენას, როგორც ინდივიდუალურს ( ჯაგრისი,კბილის პასტა), ისე პროფესიულს, ექიმის მიერ ჩატარებულ პირის ღრუს ჰიგიენას (ნადებისა და ქვების მოცილება ).
გირჩევთ, პირველ რიგში მიმართოთ სტომატოლოგს, რათა გამოირიცხოს კანდიდოზი, ამის შემდეგ კი, მკურნალობის მეთოდის შერჩევა სტომატოლოგის პრეროგატივაა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/41 

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა