ტეტანუსი ( დამატებითი პასუხი) - რჩევები

კითხვა: ძალიან დიდი მადლობა,გთხოვთ ამ კითხვაზეც მიპასუხოთ. 14 წლის ასაკში კეთდება აცრა ტეტანუსზე და ამ შემთხვევაში რაც კეთდება ვთქვათ ძაღლის ნაკბენზე,იგივე წამალი და აცრაა რაც ბავშვებს უკეთდებათ მაგ ასაკში? კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგახსენებთ,
საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება 2 თვიდან, ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით და 6 -ჯერადია (2თვის, 3 თვის, 4 თვის, 18 თვის, 5 წლის და 14 წლის ასაკში), ტეტანუსის ვაქცინა შედის კომბინირებული ვაქცინების შემადგენლობაში, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო დოზა 14 წლის ასაკში კეთდება, ამის შემდეგ რეკომენდირებულია აცრა 10 წელიწადში ერთხელ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ცოფის საწინააღმდეგო შრატი და ტეტანუსი, სხვადასხვა ვაქცინაციაა და როგორც წინა შეტყობინებაში მოგახსენეთ, ნაკბენის, ნაკაწრისა თუ ნადორბლის ვაქცინაციის დროს, ცოფთან ერთად აუცილებელია.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა