კითხვა: გამარჯობა, ჩემს საცოლეს სჭირს სიელმე, 14 წლის ასაკში გაიკეთა ოპერაცია, რომელმაც ოდნავი შედეგი გამოიღო. მაინტერესებს სექსუალური კავშირი, თვალზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს, მაგალითად როგორიც არის ანალური სექსი. მადლობა ყურადღებისთვის და პასუხისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,

სიელმე არის თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების დისჰარმონია, ანუ ჰარმონიული მოძრაობის დისბალანსი, როდესაც თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას.
სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია.

რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზი გახდეს.

არსებობს დაახლოებით 20 სახეობის სიელმე, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან:

  • წარმოშობის მიზეზებით;
  • განვითარების მექანიზმებით.

რაც შეეხება სქესობრივ აქტს, იგი სიელმის მდგომარეობის გაუარესებას მიზეზს არ წარმოადგენს. თუმცა, სასურველია გაითვალისწინოთ, რომ ანალური სექსი იწვევს:

  • უამრავ ანორექტალურ დისფუნქციას;
  • სწორი ნაწლავის სფინქტერის მოშვებას, რასაც მივყავართ აირებისა და ფეკალების შეუკავებლობამდე;
  • გარე ბუასილი – თავისი გართულებებით და ა.შ.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა