თერმომეტრის გატეხვა - რჩევები

კითხვა: გამარჯობა. ძალიან ავნერვიულდი, ახლა წავიკითხე რომ თერმომეტრის გატეხვა ძალიან საშიში ყოფილა. ორი წლის წინ გამიტყდა, უბრალოდ მოვგავე ბურთუელბი, ამ ცოცხს ისევ ვიყენებდი ამის შემდეგ :( ორი წელი გავიდა მას შემდეგ, მგონი ნორმალურად ვარ, შეიძლებოდა რამე გამოეწვია? :( რა უნდა გავაკეთო?:(
პასუხი:

მოგესალმებით,
თერმომეტრი ყველას გაგვტეხია, საგანგაშო არაფერია, ვერცხლისწყლით მოწამვლის შემთხვევაში, სიმპტომები ფარული არ არის და მაშინვე იწყებს გამოხატვას.
ვერცხლისწყლით მოწამვლა იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას, რომელიც გამოიხატება ხელების, ენის, ქუთუთოების, ფეხებისა და მთელი სხეულის კანკალით, არასტაბილური პულსით, გულის ფრიალით, მოუსვენრობითა და ფსიქიკური დარღვევებით. ასევე ვითარდება აპათია, ემოციური არასტაბილურობა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისხლდენა ღრძილებიდან.
ვერცხლისწყლის ორთქლის შესუნთქვას თან ერთვის მწვავე ბრონქიტის და პნევმონიის სიმპტომები. შეინიშნება ცვლილებები სისხლსა და შარდში.
სხვა დროისთვის გაითვალისწინეთ:
● დაკეტეთ სხვა ოთახებში გამავალი კარი, გააღეთ ყველა ფანჯარა და გაანიავეთ ოთახი. გამორთეთ გათბობა და ცენტრალური კონდიცირება – მაღალ ტემპერატურაზე ვერცხლისწყალი ადვილად ორთქლდება, ვენტილაციის საშუალებით კი მთელ სახლში გაავრცელებთ.
● გაიკეთეთ ხელთათმანები. მუყაოთი შეაგროვეთ დიდი ბურთულები და მინის ნატეხები და პლასტმასის კონტეინერში ჩაყარეთ. პატარა ბურთულები პიპეტით შეაგროვეთ. თუ პიპეტი არ გაქვთ, გამოიყენეთ შპრიცი. ძალიან პატარა ბურთულები შეიძლება აიღოთ წებოვანი ლენტით.
● გაანიავეთ ოთახი, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში.
● არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი და ცოცხი ვერცხლისწყლის ბურთულების ასაღებად – მტვერსასრუტი ხელს შეუწყობს მის აორთქლებას, თავად მტვერსასრუტს კი შემდგომ ვეღარ გამოიყენებთ; ცოცხით აღებისას ვერცხლისწყალი წვრილ ბურთულებად იშლება, რაც ასევე აადვილებს მის აორთქლებას.
● არ ჩაყაროთ ვერცხლისწყალი საკანალიზაციო მილში – შესაძლოა მილშივე დარჩეს და ოთახში აორთქლება განაგრძოს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/41 

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა