კითხვა: მაინტერესებს,შეიძლება, 3,5 წლის ბავშვმა ყოველდღე ჭამოს შოკოლადი?მართალია საბავშვოა და თან შოკოლადის კარაქი / ნუტელას მსგავსი/?
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ბავშვის მზარდ ორგანიმზს სჭირდება ნახშირწყლები - ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო. რაც უფრო აქტიურად იზრდება პატარა, მით უფრო მეტად ეტანება ტკბილეულს.
მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი "საბავშვოა" , იგი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, არცთუ იშვიათად - საკვებ საღებავებს , ამიტომ უნდა შეძლოთ და ჩაანაცვლოთ სხვა ნუგბარით.
სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველდღე უნდა იღებდეს 30-40 გრამ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს.
სწორი კვების რაციონის შესარჩევად, სასურველია მიმართოთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !