მოგესალმებით,
გაგვიჭირდება თქვენს მიერ ჩამოთვლილ სამივე პრეპარატზე პასუხის გაცემა. თანამედროვე მედიცინაში მას ჰიპერტონიის სამკურნალოდ არ ვიყენებთ, რადგან არ არსებობს მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების არცერთი კლინიკური, დადასტურებული დასკვნა.
სასურველია, პაციენტები უფრო მეტად გვენდობოდეთ ექიმებს. თუმცა, სამწუხაროდ „მოდურ ტენდენციად“ იქცა ყველანაირი სამკურნალო საშუალების ინტერნეტით გამოწერა.
რაც ყველაზე, ასე რომ ვთქვათ უვნებელ შემთხვევაში, მხოლოდ ტყუილი ხარჯით სრულდება.
არ გირჩევთ !
ისეთი მედიკამენტის გამოწერას, რომლის შესახებაც არ ფლობთ ინფორმაციას და მის შესახებ ანოტაციას ვერსად მოიძიებთ.
გირჩევთ !
მხოლოდ ისეთი მედიკამენტებით მკურნალობას, რომლებსაც გავლილი აქვთ კლინიკური კვლევების ყველა ეტაპი და მინიჭებული აქვთ შესაბამისი ლიცენზია.
ასეთ პრეპარატებზე ნებისმიერი კომპეტენტური ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას და გირჩევთ, სასურველია თუ არა თქვენთვის მისი გამოყენება.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჰიპერტენზიის სამკურნალო პრპეპარატები ძალიან მრავალფეროვანი სპექტრისაგან შედგება და პაციენტებს ენიშნებათ სპეციალისტის მიერ, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის ყველა ნიუანსს და ასევე,პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა რისკფაქტორს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !