კითხვა: გამარჯობა...დღეს მე და ჩემმა მეუღლემ ჩავიტარეთ კოვიდ ტესტი კერძოდ ანტიგენზე დაფუძნებული..მე დადებითი ვარ მეუღლე უარყოფითი .ერთად ვცხოვრობთ..და ეს როგორ? ხდება ასეთი რამ...სიმპტომები არანაირი მხოლოდ თავი მტკივა...რას გვეტყვით და რეკომენდაციას რას მოგვცემთ როგორ მოვიქცეთ..მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • COVID-19 გადაცემის გზები;
  • მთავრობის რეკომენდაციები.

კორონავირუსი გადაეცემა წვეთოვანი და კონტაქტური გზით, მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
ინფიცირებული ადამიანი გადამდებია, სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.

Covid19


ჩვენ შეგვიძლია, მოგცეთ მთავრობის მიერ დადგენილი, ზოგადი რეკომენდაციები:

  • იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა;
  • თვითიზოლაციის სივრცეში დაუშვებელია ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება;
  • საკვები უნდა გადმოგეცეთ არაპირდაპირი კონტაქტით;
  • იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი, პირსახოცი და საწოლი;
  • ზოგადად, კრიზისის დროს სტრესი, დაბნეულობა, ბრაზი ნორმალურია, ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო ან ალკოჰოლური სასმელი. დისტანციური, სატელეფონი კავშირი იქონიეთ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან;
  • დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცვლილებების დროს, დაუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი უწყების თანამშრომელს, თქვენთვის გამოყოფილ ოჯახის ექიმს, ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 15 05.

თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა