მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- დიაბეტი და კორონავირუსი;
- ვის უტარდება ვაქცინაცია;
- გრიპის ვაქცინის კომპონენტები.
არ არსებობს საკმარისი მონაცემი, რომელიც აჩვენებდა, რომ დიაბეტის მქონე პირები უფრო ადვილად ავადდებიან კორონავირუსით, ვიდრე ზოგადი პოპულაცია. პრობლემა, რომელსაც დიაბეტის მქონე პაციენტები აწყდებიან არის შემდეგი: ინფიცირების შემთხვევაში მათ უფრო ადვილად უვითარდებათ კორონავირუსის მძიმე გართულებები, ვიდრე დიაბეტის არმქონე პირებს.
ვირუსულმა ინფექციებმა შესაძლოა ასევე გაზარდონ ანთებითი პროცესები ორგანიზმში, რაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრის მაღალმა დონემ და ასეთმა ანთებამ შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო სერიოზული და მძიმე გართულებების განვითარებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროტოკოლით, გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების გარკვეული ნაწილისთვის, ჩატარდება გრიპის უფასო ვაქცინაცია, მათ შორისაა დიაბეტის მქონე პირები.
გრიპის ვაქცინა არსებობს სამ და ოთხკომპონენტიანი, თუმცა, რისკჯგუფებს, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უკეთდებათ 4-კომპონენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა.
იმისთვის, რომ ვაქცინაცია უფასოდ ჩაგიტარდეთ, აუცილებელია, იყოთ დიაბეტით დაავადებულთა ოფიციალურ აღრიცხვაზე, დეტალურ ინფორმაციას კი, მოგაწვდით ოჯახის ექიმი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!