ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - რჩევები

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს გადაბმული უჭმელობა და გადაბმული სმის შემდეგ ეპილეფსიის მსგავსი შეტევა პახმელიის დროს რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, „გადაბმული უჭმელობა და გადაბმული სმის“ შემდეგ განვითარდა შეტევა.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ ყოველივე უკავშირდება ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას.
ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა ალკოჰოლით მოწამვლა, ღვიძლის ციროზი და ა.შ.
ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების მოკლეხნიანი რისკების ერთ–ერთი გამოვლინებაა კრუნჩხვები (შეტევები) და უგონო მდგომარეობა.
ალკოჰოლური მოწამვლა მძიმე და ზოგჯერ სასიკვდილო მდგომარეობაა, რომელსაც დროის მოკლე პერიოდში ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება იწვევს, ამიტომ ასეთ დროს აუცილებელია დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.
დააკვირდით თქვენს სიმპტომებს, ამ ეტაპზე ხომ არ აღგენიშნებათ ღებინება, გულყრა, ნელი სუნთქვა (წუთში 8 ან ნაკლები ჩასუნთქვა), არარეგულარული სუნთქვა (10 წამზე ხანგრძლივი ინტერვალი ჩასუნთქვებს შორის), მოცისფრო ან ფერმკრთალი კანი, სხეულის დაბალი ტემპერატურა.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გამოვლინდა, არ გადადოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება !
სხვა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა აარიდოთ თავი ალკოჰოლური სასმელის მიღებას, იფიქრეთ, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს თქვენს ქმედებას, ნუ შეუქმნით საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა