ვიტამინები - რჩევები

კითხვა: გამარჯობა. მყავს ქალ-ვაჟი 11 და 13 წლის . მინდა ვიტამინები მივცე. რომელს მირჩევთ და რამდენი ხანი უნდა დავალებინო. მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ვიტამინების საუკეთესო წყარო საკვებია. ამ სახით ისინი უკეთ შეიწოვება და ნელა გამოიყოფა. უმჯობესია, ჯანმრთელმა ბავშვებმა ვიტამინები საკვებთან ერთად მიიღონ.
ასევე, მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით არის შექმნილი, პოლივიტამინები კი ძირითადად მათი დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება.
თუ თვლით, რომ ბავშვებს ვიტამინების აბების სახით მიღება სჭირდებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა