კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს მედიკამენტი "ისმიჟენი" რამდენად ეფექტურია იმუნიტეტის ასამაღლებლად.ანოტაცია დამაჯერებლად გამოიყურება და იმედია სააფთიაქო მარკეტინგული fake არ არის.
პასუხი:
მოგესალმებით,
„ისმიჟენი“ ბაქტერიული წარმოშობის კომბინირებული იმუნომასტიმულირებელი პრეპარატია, რომელიც ასტიმულირებს როგორც სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსში ადგილობრივ უჯრედულ და ჰუმორულ იმუნურ პასუხს, ასევე - სისტემურ იმუნურ რეაქციას.
თუმცა, როგორც ყველა მედიკამენტს, მასაც აქვს უკუჩვენებები, როგორებიცაა ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები და ა.შ.
ამიტომ. მიმოწერის რეჟიმში რეკომენდაციას ვერ მოგცემთ და თქვენც გირჩევთ თავი აარიდოთ დამოუკიდებლად მკურნალობას.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !