მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ბილირუბინი მოყვითალო პიგმენტია, რომელიც ჰემოგლობინის დაშლის შედეგად წარმოიქმნება.
იგი ორგვარია: პირდაპირი (შეკავშირებული) და არაპირდაპირი (თავისუფალი). მის კონცენტრაციაზეა დამოკიდებულია მისი ტოქსიკურობა.
ჰემოგლობინის დაშლის შედეგად წარმოიქმნება არაპირდაპირი, თავისუფალი ბილირუბინი. ის ცხიმში ხსნადია, წყალში კი არ იხსნება. იმისთვის, რომ ორგანიზმი ბილირუბინისგან გათავისუფლდეს, ის წყალში ხსნადი უნდა გახდეს. ამ დროს კი, მხნელად ღვიძლი გვევლინება.
ღვიძლიდან ბლირუბინი ნაწლავისაკენ მიემართება, საიდანაც მისი დიდი ნაწილი ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფა, ნაწილი კი ისევ შეიწოვება სისხლში.
ბილირუბნის კონცენტრაციის დასადგენად, ინიშნება ანალიზი, თუმცა, ბილირუბინის ანალიზს ნიშნავენ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიყვითლე, ეჭვი
აქვთ ჰემოლიზზე, ღვიძლის დაავადებაზე ან სანაღვლე გზების ბლოკირებაზე.
დამოუკიდებლად ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო მკურნალობის დანიშვნაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ბილირუბინი როგორ ავიცილოთ თავიდან ან როგორ ვიმკურნალოთ
პასუხი: