კითხვა: მაინტერესებს რა დანიშნულებისთვის გამოიყენება სერაზინის კაფსულები
პასუხი:
მოგესალმებით,
სერაზინს ახასიათებს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო აქტივობა. აგრეთვე სწრაფი მოქმედება ანთების ლოკალურ კერაში. სერაზინი ზრდის დეტრიტის და ფიბრინის დეპოზიტების ელიმინაციას ანთების კერიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტებისა და მკვდარი ქსოვილების ლიზისს , აუმჯობესებს ჰემატომის და შეშუპების გაწოვას , ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის განვლადობის ნორმალიზებას.
აუცილებელია, მის მიღებაზე რეკომენდაცია გაგიწიოთ, შესაბამისმა სპეციალისტმა, რათა თავიდან აირიდოთ გვერდითი ეფექტები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !