კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?
პასუხი:
მოგესალმებით!
ეს დაავადება არ არის, არამედ ადამიანის პიროვნული მახასიათებელია. ბავშვებს, მიუხედავად ასაკისა, აქვთ სამართლიანობის განცდაც და მოთხოვნილებაც. მნიშნელოვანია, რომ მასში ეს თვისება არავინ ჩაახშოს, პირიქით, საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ მიეცეს სწორად განვითარების საშუალება და მხოლოდ კი არ განიცადოს უსამართლობის არსებობა, არამედ შეძლოს მასთან გამკლავება, საკუთარი თავის დაცვა და ასევე მსგავს სიტუაციაში სხვისი დახმარება.
სწორი აღზრდის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ის ღირსეული ადამიანი გაიზრდება.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!