კითხვა: გამარჯობა ჩავიტარე ერთ თვიანი მკურნალობა ჰერპესსზე და ანალიზის ფასუხი 18 ია მომატებულია ისევ და საშიშია ? Anti-HSVI+2IGM ჩვეუკებრივი ჰერპესია თუ ციტომეგალოვირუსია
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ ჩატარებული გაქვთ კვლევა ჰეპრპესის მარტივ ვირუსზე. თუმცა 18 არის თუ არა საგანგაშო, ამას ვერ მოგახსენებთ. რადგან, მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
ზოგადად, მარტივი ჰერპესი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა.
სიტყვა „ჰერპესი“ ბერძნულად მცოცავს ნიშნავს, რაც ზუსტად ასახავს დაავადების მიმდინარეობას. ვირუსი ერთი უჯრედიდან მეორეზე გადაცოცდება და გენურ აპარატში ინერგება. ჰერპესვირუსები დიდ ოჯახს ქმნიან.
ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი ნერვულ დაბოლოებებში სახლდება და მშვიდობიანად ცხოვრობს იქ, სანამ იმუნური სისტემა არ დასუსტდება.
მკურნალობისა და რეკომენდაციისათვის უმჯობესია მიმართოთ ვირუსოლოგს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა