კითხვა: მოგესალმებით, 12 იანვარას მიკბინა ქუჩის ძაღლმა, იმ დღესვე წავედი და ჩავიტარე აცრები, ტეტანუსის აცრის შემდეგ, ბეჭზე და მის მიმდებარედ მაქვს საშინელი ტკივილი, მიჭირს მხრებში გაშლა, ვგრძნობ ტკივილს, წელის არეშიც, ხელის დადებითაც კი მტკივა. მაქვს ტენპერეტურაც 37.5, ეს პროცესი ახასიათებს ამ აცრას და თვითონ გაივლის, თუ ისევ უნდა მივმართო სამედიცინო დაწესებუილებას. გმადლობ
პასუხი:

მოგესალმებით,
ტეტანუსის ვაქცინა შედგება დეაქტივირებული ტეტანუსის ტოქსინისგან, რომელიც არის იმუნოგენური და გამოიყენება ტეტანუსის პრევენციისთვის.
ზოგადად აღნიშნული ჩივილების სხვა მიზეზებთან დაკავშირება ძნელია და უნდა ვიფიქროთ ,რომ სწორედ ინექციასთან არის დაკავშირებული ,რაც დროთა განმავლობაში გაივლის .
თუმცა , გართულებათა პრევენციის მიზნით , სასურველია, კვლავინდებურად მიაკითხოთ იგივე სამედიცინო დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა