K ვიტამინსა და კალიუმის განსხვავებები - რჩევები

კითხვა: მაინტერესებს K ვიტამინსა და კალიუმს შორის რა განსხვავებაა ? და თითოეულს რა ფუნქცია აქვს ორგანიზმში
პასუხი:

მოგესალმებით,

K ვიტამინი, სისხლის შედედების უნარს ამაღლებს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. ზრდის სისხლძარღვთა კაპილარების სიმტკიცეს, გააჩნია ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.

რაც შეეხება კალიუმს,  იგი აუცილებელია შინაგანი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ყველა ცოცხალ სულიერ არსებას დღიურად ესაჭიროება 4,7გრამი კალიუმი.

ძირითადი სიმპტომები, რაც მიანიშნებს, რომ თქვენს ორგანიზმს კალიუმი აკლია, ესაა  ხშირი ოფლიანობა, მაღალი არტერიული წნევა,  მარილიანი ფაბრიკატების მირთმევის სურვილი და ა.შ.

კალიუმის მარაგის შესავებად კვების რაციონში ჩართეთ მაქსიმალურად ხილი, კერძოდ ბანანი, კივი, გარგარი, ავოკადო, მიირთვით ბოსტნეული, პომიდორი და  მწვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის კალიუმს შეიცავს, ბროკოლი, თეთრი ლობიო, თევზეული, ორთქლზე დამუშავებული ხორცი და მიწის თხილიც კი.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა