კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს გონორეა მეორე ეტაპზე რამდენხანში რჩება
პასუხი:

მოგესალმებით,
გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია ნეისერია გონორეა, ან იგივე გონოკოკი იწვევს.
გონორეის მკურნალობაში ხანგრძლივობა და შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად მიდის პაციენტი ექიმთან.
დაუყოვნებლად მიმართვის შემთხვევაში, გონორეა სწრაფად ემორჩილება მკურნალობას და უკუგანვითარდება, ხოლო მოგვიანებით, გაქრონიკულების შემთხვევაში, საკმაოდ რთულად სამკურნალო ხდება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც წესი, გონორეა უმეტეს შემთხვევაში, შერწყმულია ხოლმე ისეთ პათოლოგიებთან, როგორიცაა ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი და სხვ. შესაბამისად მკურნალობა კომპლექსურია და ხანგრძლივი.
ვენერიული დაავადებების მკურნალობა ექიმ-ვენეროლოგის პრეროგატივაა და უმეტეს შემთხვევაში სტანდარტული, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებანი.
ჩვენი რჩევაა, მიმართოთ მკურნალ ექიმს და მისგან მიიღოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა