მედიკამენტის ანოტაცია - რჩევები

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მედიკამენტზე, რომელსაც თქვენი მკურნალი ექიმი გინიშნავთ, რაიმე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ. თუმცა შეგვიძლია, გაგაცნოთ მედიკამენტის ანოტაცია.

დიოქსაფლექსი ნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესები – განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით;
  • რევმატული – სახსრებისა და ექსტრა-სახსრების დაავადებები;
  • ფიბრომიალგია;
  • მიალგია;
  • ზურგის ტკივილი;
  • იშიაზი;
  • ტრავმა;
  • მყესების დაჭიმვა.

მიღების დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ:
ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:

  • ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;
  • შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;
  • შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად;
  • ინექცია შეიყვანეთ ნელა;
  • ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.

დიოქსაფლექსი არ გამოიყენება თუ ანამნეზში გამოხატულია შემდეგი პათოლოგიები:

  • ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლული;
  • ღვიძლის მძიმე დაავადების და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
  • მძიმე ჰიპერტენზია;
  • ასთმა მწვავე შეტევებით;
  • რინიტი;
  • აქტიური ტუბერკულოზი;
  • სისტემური მიკოზი.

ასევე, დიოქსაფლექსი არ გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორცაა:

  • აქტიური გლომერულონეფრიტი;
  • მწვავე ფსიქოზი;
  • ოსტეოპოროზი;
  • ღვიძლის პურპურა.
  • ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა