ელასტოგრაფია - რჩევები

კითხვა: შეიძლება აპარატი მაღალი ხარისხისაა, მაგრამ შედეგების წაკითხვაში რამდენად დახელოვნებული ექიმები გვყავს საქართველოს? გთხოვთ მომწეროთ მისამართი, სად შეიძლება გავიკეთო მაღალი ხარისხის ელასტოგრაფია.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი შეკითხვა თეორიულად მართებულია .ცხადია ,კარგ აპარატურას პროფესიონალი სპეციალისტი ესაჭიროება და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება კვლევის შედეგი ეფექტური .
ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გითხრათ ,რომ ჩვენს კლინიკაში ორივე კომპონენტი ორგანულად არის შერწყმული .
აღჭურვილობიდან გვაქვს უახლესი ულტრაბგერითი აპარატი “Toshiba Aplio 500” რომელიც გამოირჩევა ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. შესაძლებელია მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.
ულტრაბგერითი ელასტოგრაფია ეს არის ფერად რეჟიმში კვანძოვანი წარმონაქმნების ან ჯირკვლოვანი ორგანოების, როგორიცაა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლები, აგრეთვე ღვიძლის და ელენთის სიმკვრივის განსაზღვრა. რაც უფრო მომატებულია სიმკვრივე, მით უფრო მეტია ორგანოს დაზიანების ხარისხი .
ჩვენი კლინიკის მისამართია: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა №5.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა