ხერხემლის კორსეტი - რჩევები

კითხვა: გამარჯობა. ზუსტად 3 თვის უკან ჩემმა ძმამ გაიკეთა ხერხემლის დისკის თიაქარის ოპერაცია.ექიმის დანიშნულებით ოპერაციის შემდეგ უკეთია კორსეტი.მაინტერესებს შეიძლება თუ არა მოხსნა ან კიდევ რამდენი ხანი უნდა ეკეთოს.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კორსეტის ტარება ეხმარება პაციენტს ამა თუ იმ სეგმენტის მოძრაობის შეზღუდვაში.
მისი ტარების დროს იკლებს კონკრეტული მონაკვეთის ტკივილი, ასევე იხსნება მიოფასციული და ზედმეტი დამცავი კუნთების შეკუმშვის ტკივილებიც.
თიაქარის პოსტოპერაციულ შემთხვევაში კი, კორსეტის ტარება ხსნის მწვავე ფესვურ ტკივილს სპინალური ნერვის ინერვაციის ზონაში.
კორსეტის ტარების აუცილებლობა მოიხსნება, როდესაც ტკივილები მნიშვნელოვნად მოიკლებს, შესაბამისად მისი ტარების განსაზღვრული ვადა არ არსებობს.
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, არ იქნება მართებული.
აუცილებელია, პაციენტმა კორსეტის მოხსნის საკითხი შეათანხმოს მკურნალ ექიმთან.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა