სიმაღლეში ზრდის პრობლემა - რჩევები

კითხვა: გამარჯობა მყავს 13 წლის ბიჭი ასაკთან შედარებით სიმაღლეში დაბალია და ძალიან განიცდის ჩიყვი გამოვიკვლიეთ და ნორმაში აქვს როგორ მოვიქცეთ ვის მივმართოთ რასგვირჩევთ...მადლობაა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორები. სულიერად ნუ გატყდებით, რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდება მისი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე.
თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.
როგორც მოგვითხრობთ, ბავშვი გყავდათ ენდოკრინოლოგთან და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები გამოირიცხა.
ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში, სადაც გადაუღებთ სხივ-მაჯის სახსრის რენტგენს და დაადგინეთ, ხომ არ არის ზრდის ზონები გაძვალებული.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/41

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა