კითხვა: გამარჯობა მყავს 3 წლის გოგონა ყოველდილით მიირთმევს გერკულესის ფაფას სხვას არაფერს ჭამს დილაობითმაინტერესებს რამდენად შეიძლება ყოველდღე მიღება?
პასუხი:
მოგესალმებით,
ჰერკულესის ფაფა რომელიც მზადდება შვრიისგან, აწესრიგებს კუჭის ლორწოვან გარსს და აუმჯობესებს მის მოქმედებას.
თუმცა, გამუდმებით შვრიის მიღება, მით უმეტეს ბავშვისთვის არ არის სასურველი.
საქმე ის არის, რომ შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას - ნივთიერებას, რომელიც აფერხებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას.
ამას გარდა, ფიტინის მჟავა არა მხოლოდ ხელს უშლის ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას, არამედ, გამოაქვს ძვლებიდან აუცილებელი მიკროელემენტი.
ამიტომ სასურველია, რეკომენდაციისათვის მიმართოთ ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. შესაბამისად, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!