ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო აქცია მარტვილში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო აქცია მარტვილში

20 აგვისტო - მოსახლეობის უფასო გასინჯვის დღე სამეგრელოში

აქცია ტარდება კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის და „საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციის ფონდის“ ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც 20 აგვისტოს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო გასინჯვების აქციას ჩაატარებს ლოზუნგით - „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ აქცია მარტვილის ბაგა-ბაღის შენობაში გაიმართება.

მოსახლეობას კონსულტაციას გაუწევენ შემდეგი პროფილის ექიმები:

  • თერაპევტი;
  • კარდიოლოგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • ქირურგი;
  • ანგიოქირურგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • უროლოგი;
  • ექოსკოპისტი;
  • ეკგ ექთანი;
  • ტრიაჟის ექიმი.

აქციის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, მოსახლეობას დაურიგდება უფასო მედიკამენტები!

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უფასო გასინჯვების აქცია მთავრობის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩაივლის!