რა არის კოლონოსკოპია ?

რა არის კოლონოსკოპია ?

რა არის კოლონოსკოპია და რომელ ორგანოებს ვიკვლევთ?

რა არის კოლონოსკოპია და რომელ ორგანოებს ვიკვლევთ?

კოლონოსკოპია - არის ენდოსკოპიური კვლევა, რომელიც ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - კოლონოსკოპით, რის მეშვეობითაც ხდება მსხვილი ნაწლავის და თეძოს ნაწლავის დისტალური ნაწილის კედლების (ლორწოვანი შრის) დათვალიერება.

როდის გვესაჭიროება კოლონოსკოპია  და რა სიხშირით?

  1. კოლონოსკოპია გამოიყენება მსხვილ ნაწლავში პოლიპების აღმოსაჩენად და მათ მოსაცილებლად;
  2. როდესაც არის ეჭვი ნაწლავის დაავადებებზე (მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, წონაში სწრაფად კლება, სხეულის ტემპერატურის გაურკვეველი მიზეზით მატება, განავალში ჩირქის და ლორწოს შენიშვნა);
  3. თუ დადებითია განავლის ანალიზი ფარულ სისხლზე;
  4. სპეციფიური ონკომარკერების ზრდა;
  5. ანემიის წარუმატებელი მკურნალობა;
  6. უცხო სხეულის გადაყლაპვა;
  7. თუ ახლო ნათესავებს ჰქონდათ ნაწლავის პოლიპი ან კიბო;
  8. ადრე ჩატარებული მკურნალობის კონტროლი;
  9. თუ ჩივილები არ გაქვთ, 40 წლის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ პროფილაქტიკის მიზნით ონკოლოგიის გაახალგაზრდავების გამო! გახსოვდეთ, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანში არ არის ტკივილის ნერვული დაბოლოებები! თქვენ შეიძლება გქონდეთ მსხვილი ნაწლავის პოლიპები და არ იცოდეთ! კოლონოსკოპიით ხდება პოლიპების მოცილება მანამდე, სანამ ისინი არ გადაიქცევიან კიბოდ!

 

 

აქვს თუ არა უკუჩვენება?

 

  • მწვავე ინფექციური დაავადებები;
  • მწვავე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • პერიტონიტი;
  • წყლულოვანი კოლიტის მწვავე ფორმა;
  • კოლონოსკოპიის გაკეთების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-ენდოსკოპისტი პაციენტის გასინჯვის შემდეგ!

 

რამდენი დღით ადრე და როგორ ვემზადებით?

  • კვლევამდე 3 დღით ადრე პაციენტი იცავს სპეციალურ დიეტას;
  • კვლევის წინა დღეს პაციენტი იღებს  საფაღარათო საშუალებების მიღებას;
  • დიეტას და საფაღარათო საშუალებებს ნიშნავს ექიმი-ენდოსკოპისტი, პაციენტთან პირადად გასაუბრების შემდეგ!

 

კეთდება თუ არა ანესთეზიით კოლონოსკოპია?

კვლევა ტარდება როგორც ანესთეზიით, ისე ანესთეზიის გარეშეც. ამას უმეტესად პაციენტი ირჩევს. კვლევა საშუალოდ გრძელდება 20 წუთი და, როგორც წესი, სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც სასურველია კვლევა ჩატარდეს ანესთეზიის ქვეშ: ღია ოპერაციები მუცლის ღრუს ორგანოებზე, ტკივილი ანუსის არეში, ტკივილი მუცლის არეში, ფსიქიური მდგომარეობა და სხვა.

 

რომელი თაობის აპარატზე კეთდება  კოლონოსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველად, მხოლოდ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალური ფილიალი აღიჭურვა იაპონური, ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი თაობის და პროგრამული ფუნქციების მომცველი აპარატის სრული კომპლექტაციით OLYMPUS EVIS X1 CV-1500, რომელიც უმცირესი დეტალების აღმოჩენის საშუალებას იძლევა და ამცირებს კვლევის დროს. აპარატს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც პოტენციური ცვლილებების აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა.

კოლონოსკოპია ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 

 

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

 

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

დაგვირეკეთ