ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
ამ ლოზუნგით კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გურჯაანის რაიონის, ველისციხის მოსახლეობას ჩაუტარეს.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური კვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
აქციის მნიშვნელოვან ბენეფიტს წარმოადგენდა ის, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს გადასცემდა საჭირო მედიკამენტებს, რაც კომპანია "ავერსმა" უსასყიდლოდ მიაწოდა.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა: ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე...
რუსთავი 2-ის სიუჟეტი
იმედის სიუჟეტი
მსოფლიო სამედიცინო სიახლეები
ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები
კლინიკის სერვისები
კლინიკის ტექნოლოგიები
კლინიკის ექიმები
კლინიკის ვაკანსიები
ხშირად დასმული კითხვები