ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმატებულ ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის საექთნო სამსახურს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი 3 წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს „კარიტასთან“. საქართველოს „კარიტასი“ საქველმოქმედო ფონდი, „კარიტას ინტერნაციონალის“ მსოფლიო კონფედერაციის წევრია.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს „კარიტასი“ ჩვენს კლინიკაში ქირურგიის ეროვნული ცენტრის საექთნო პერსონალისთვის პაციენტთა მოვლის კურსს სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.
„კარიტასმა“ ტრადიციას არც წელს უღალატა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მორიგი ტრენინგი ჩაატარა.
ორგანიზაციამ ქირურგიის ეროვნული ცენტრის საექთნო სამსახურს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და კურსში მონაწილე ექთნებსა და ექთნის დამხმარეებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატებით დააჯილდოვეს:
• ზურა შარაბიძე;
• ვიქტორ ჭანკვეტაძე;
• მაია აფციაური;
• ელენე მამუჩაშვილი;
• თამარ გუმბერიძე;
• თამარ რეხვიაშვილი;
• რიმა მერებაშვილი;
• თამარ ბუჩუკური;
• ირინა კოღუაშვილი;
• მედიკო ქავთარაძე–ხვედიაშვილი;
• ეკა წერეთელი;
• ლია გინტური;
• თამარ ღარიბაშვილი;
• თეა მოდებაძე;
• მაკა ლაგვილავა;
• თამარ ძებისაშვილი;
• მარიკა გაბუნია;
• ლიკა ბურდულაძე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის საექთნო სამსახური თავისი პროფესიონალიზმით, საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარულით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, პაციენტებისა და კოლეგებისადმი კეთილგანწყობით ქმნის წარმატებული საქმიანობის გარანტიას. ჩვენი კლინიკის ექთნები თითოეულ პაციენტზე ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
გისურვებთ ჯანმრთელობას!